„უეფამ“ (UEFA) ქართველი არბიტრები დაასაქმა
„უეფამ“ (UEFA) ქართველი არბიტრები დაასაქმა

9-12 ივლისს, ევროპული საკლუბო ტურნირების შესარჩევი ეტაპის შეხვედრები გაიმართება. ცნობილი გახდა, რომ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის ორ შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან.

9 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციაში, ფინეთის ჩემპიონი „ჰიკი“ ჰელსინკის სტადიონზე ფარერის კუნძულების ჩემპიონ „ჰავნარს“ უმასპინძლებს, მატჩის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება. მას ასისტენტობას ზაზა ფიფია და ლევან თოდრია გაუწევენ, მეოთხე მსაჯად კი „უეფამ“ (UEFA) დავით ხარიტონაშვილი მიავლინა.

ქართველი მსაჯები 10 ივლისს, პოდგორიცას სტადიონზეც ადგილობრივი „ზეტასა“ და უნგრულ „ფეჰევარის“ უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზეც იმსაჯებენ. მთავარი არბიტრი გიორგი ვადაჭკორია იქნება, ასისტენტები – დავით ჩიგოგიძე და ზაზა მენთეშაშვილი, ხოლო მეოთხე მსაჯი – გოგა კიკაჩეიშვილი.