უეფამ ქართველ მსაჯებს ბელარუსის მატჩის განსჯა მიანდო
უეფამ ქართველ მსაჯებს ბელარუსის მატჩის განსჯა მიანდო

უეფამ ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩზე დანიშნა. ქართველი არბიტრები შვიდ სექტემბერს, უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩს ალმათიში მოემსახურებიან.

ყაზახეთის ეროვნული ნაკრები ბელარუსს უმასპინძლებს. აღნიშნული შეხვედრის მთავარი არბიტრი, გიორგი ყრუაშვილი იქნება, რომელსაც ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი, გიორგი ვადაჭკორია იქნება.

შეგახსენებთ, რომ ქართველი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი 2019 წელს, ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში დაწინაურდა. ქართველი მსაჯი ფიფას მეორე კატეგორიის არბიტრებს შეუერთდა. ქართული ფეხბურთის ისტორიაში გიორგი ყრუაშვილი მეორე არბიტრია ლევან ფანიაშვილის შემდეგ, რომელმაც ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში აღნიშნულ დონეს მიაღწია.

დატოვე კომენტარი