უეფამ ნომინანტები დაასახელა
უეფამ ნომინანტები დაასახელა

უეფამ ის სამი ფეხბურთელი დაასახელა, რომელთაგან ერთ-ერთი 2017-18 წლების სეზონის ევროპის საუკეთესო მოთამაშედ იქნება აღიარებული. ამ სამეულში შედიან პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდო („იუვენტუსი“), ხორვატი ლუკა მოდრიჩი („რეალ მადრიდი“) და ეგვიპტელი მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“).

გამარჯვებულის ვინაობა 30 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის დროს გახდება ცნობილი.