უეფამ მონტენეგროს ნაკრებს სასჯელი გამოუტანა
უეფამ მონტენეგროს ნაკრებს სასჯელი გამოუტანა

მონტენეგროს ეროვნული ნაკრები მომდევნო ოფიციალურ საშინაო მატჩს ცარიელი ტრიბუნების პირობებში გამართავს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი მარტში მომხდარი ინციდენტი გახდა, როდესაც პოდგორიცაში, უეფას ერთა ლიგის მატჩის მიმდინარეობის დროს, ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს ადგილობრივმა გულშემატკივრებმა რასისტული ხასიათის შეურაცხყოფა არაერთხელ მიაყენეს.

მატჩის დროს სხვა სახის დარღვევებსაც ჰქონდა ადგილი, როგორიცაა ტრიბუნებიდან ნივთების სროლა, ფეიერვერკების გაშვება და ჯგუფური ჩხუბი. ამის გამო მონტენეგროს ნაკრებს ასევე მოუწევს ჯარიმის სახით 20 000 ევროს გადახდა.

მომდევნო საშინაო მატჩს მონტენეგრო 7 ივნისს კოსოვოს წინააღმდეგ მართავს.