უეფა-მ ხელით თამაშის წესის გადახედვის თხოვნით ფიფა-ს მიმართა
უეფა-მ ხელით თამაშის წესის გადახედვის თხოვნით ფიფა-ს მიმართა

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა წერილი მისწერა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს ჯანი ინფანტინოს და თხოვს მას გადახედოს ხელით თამაშის წესს.

ჩეფერინს სურს დაუბრუნდეთ მსაჯებს შესაძლებლობა, თავად განსაზღვრონ – განზრახ ითამაშა თუ არა ფეხბურთელმა ხელით.

„ბევრი არასამართლიანი გადაწყვეტილება მოიტანა იმის განსაზღვრის მცდელობამ – იყო თუ არა ხელით თამაში. და ამან საფეხბურთო საზოგადოების გაზრდილი იმედგაცრუება და დისკომფორტი მოიტანა. თამაშის სული უნდა იყოს შენარჩუნებული ყოველთვის. მიმაჩნია, რომ ხელით თამაშის დაფიქსირების ძველ ფორმულირებასთან დაბრუნება – არის ის ვარიანტი, რომელიც უნდა განვიხილოთ.

საკმაოდ ხშირად ხდება ისე, რომ ბურთი შემთხვევით ხვდება მოთამაშეს ხელზე. იმის გამო, რომ ასეთი შემთხვევები გარდაუვალია, ის აღარ უნდა ისჯებოდეს. ეს დაგვეხმარება თავიდან ავიცილოთ თამაშის ხშირად დაყოფა ნაწილებად და საშუალებას არ მისცემს მსგავსმა სიტუაციებმა განსაზღვრონ მატჩის ბედი. ბევრ ტურნირზე VAR-ის გამოყენებამ, უბრალოდ, გაამწვავა პრობლემა და მიგვიყვანა ურთიერთგამომრიცხავ შედეგებამდე.

ხელები – სხეულის ნაწილია. ისინიც ჩართულნი არიან თამაშში. მათი მოძრაობა აუცილებელია სხეულის ბალანსის შესანარჩუნებლად, მოქმედების წარმატებით შესასრულებლად და ტრავმების თავიდან ასაცილებლად. ბევრი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ დღეს მცველები იძულებულნი არიან დაიკავონ არაბუნებრივი პოზიცია უბრალოდ იმიტომ, რომ ბურთი ხელში მოხვედრა დაა პენალტის დანიშვნა აიცილონ თავიდან.

არაფერი სასირცხვილო არ არი იმაში, რომ აღიარო – სასიკეთოდ მიღებული გადაწყვეტილებები, ხანდახან, არ ამართლებენ და ისინი უნდა გადაიხედოს“, – დაწერა ჩეფერინმა.

უეფას პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ხელით თამაშის წესს გადახედავენ ნოემბერში, საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭოს სხდომაზე და მიიღებენ მომავალი წლის დასაწყისში.