უეფამ ევროპა ლიგის ორი მატჩი გადადო

20:25, 11.03.2020

ესპანეთსა და იტალიას შორის გადაადგილების შეზღუდვის გამო, რომელიც 10 მარტს ესპანეთის ხელისუფლებამ დააწესა, 12 მარტს არ გაიმართება უეფას ევროპა ლიგის 1/16 ფინალის შემდეგი მატჩები :

• სევილია – რომა
• ინტერი – ხეტაფე

ამ მატჩებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ამ ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

მსგავსი