უეფამ დაადასტურა - VAR-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან გამოიყენებენ
უეფამ დაადასტურა - VAR-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან გამოიყენებენ

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მერვედფინალიდან მოყოლებული, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის მატჩებზე გამოიყენებენ ვიდეორეფერის სისტემას (VAR) – ამის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა უეფამ.

ორგანიზაციის პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა აღნიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა VAR-ის სისტემის წარმატებული ტესტირებების შემდეგ. ამ შემთხვევაში, უეფამ გამოიყენა ფიფას გამოცდილება.