უეფამ ბულგარეთი დასაჯა
უეფამ ბულგარეთი დასაჯა

უეფამ ბულგარეთსა და ინგლისს შორის ევრო 2020-ის შესარჩევ მატჩთან (0:6) დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა.

მთავარმა ევროპულმა საფეხბურთო ორგანომ ბულგარეთის ნაკრებს ბრალი დასდო გულშემატკივართა მხრიდან რასისტულ გამოხდომებში. ამას დაემატა მინდორზე სხვადასხვა ნივთის სროლა, აგრეთვე, ეროვნული ჰიმნის შესრულების ჩაშლა.

რასისტული გამოვლინებების გამო, უეფამ ბულგარული გუნდი მომდევნო ორი საშინაო მატჩის ცარიელი ტრიბუნების ქვეშ ჩატარებით დასაჯა.

გარდა ამისა, უეფამ ბულგარეთის საფეხბურთო კავშირი დაავალდებულა – ამ ორ მატჩში ტრიბუნებზე გამოფინოს ბანერი წარწერით – „არა რასიზმს“. გარდა ამისა, ბულგარული მხარე 85 ათასი ევროთი დაჯარიმდა.