უეფამ ბელგიის თასის მფლობელი ევროპის ლიგიდან დაითხოვა
უეფამ ბელგიის თასის მფლობელი ევროპის ლიგიდან დაითხოვა

უეფამ ევროპის ლიგის 2019-20 წლების გათამაშებიდან გარიცხა ბელგიის თასის მფლობელი „მეხელენი“. მიზეზი ჩაწყობილი თამაშების ორგანიზებაა.

თავდაპირველად, უეფამ საკუთარი გამოძიება ჩაატარა და კლუბს ჯგუფურ ეტაპზე თამაშის ნება დართო, მაგრამ 17 ივლისს, ბელგიის სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ მხარი დაუჭირა „მეხელენის“ ევროთასაბზე ერთი სეზონით დისკვალიფიკაციას, რომელიც კლუბს ბელგიის ფეხბურთის ფედერაციამ დააკისრა. ამის შემდეგ, უეფა დაუბრუნდა გამოძიებას და იპოვა კლუბის ბრალეულობის მტკიცებულებები. ასე რომ, 2019-20 წლების სეზონში „მეხელენი“ არ ითამაშებს ევროპის ლიგაზე, – წერს უეფას ოფიციალური გვერდი.

მეხელენის“ ნაცვლად, ჯგუფურ ეტაპზე გამოვა „სტანდარდი“.

ჩაწყობილი თამაშების საქმეს იძიებენ 2017 წლის ბოლოდან. „მეხელენის“ ხელმძღვანელობა ფეხბურთს 10 წლით ჩამოაშორეს.