უეფამ 23 აპრილს ვიდეო-კონფერენცია დანიშნა

20:19, 16.04.2020

ცნობილი გახდა, რომ 23 აპრილს დაინიშნა უეფას ვიდეო-კონფერენცია ევროპის 55 ქვეყნის საფეხბურთო ფედერაციასთან, რათა მიიღოს გადაწყვეტილება მიმდინარე და მომავალ სეზონთან დაკავშირებით.

გაზეთ „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, უეფა გამოდის წინადადებით – ჩემპიონთა ლიგის ფინალი სტამბოლში 29 აგვისტოს გაიმართოს. ასეთ შემთხვევაში, 1/4 ფინალის მატჩების ჩატარება იგეგმება 28-29 ივლისს, ტურნირის დარჩენილი ნაწილი – აგვისტოში.

ევროპის ლიგის ფინალი გდანსკში 26 აგვისტოს შეიძლება გაიმართოს. ევროთასებისა და ეროვნული ჩემპიონატების მატჩების ახალი განრიგის განხილვა გრძელდება.

უეფა უარს არ ამბობს – ევროთასების მატჩები ჩემპიონატების პარალელურად ჩატარდეს, მაგრამ ბევრი კლუბი ითხოვს, რომ ჯერ დასრულდეს ეროვნული პირველობები და შემდეგ გადაერთვებიან ევროთასებზე.

მსგავსი