უეფა ვიცე-ჩემპიონების ნაწილს ევროპის ლიგაზე დაუშვებს - საქართველო ამ სიაში არ არის #1TVSPORT
უეფა ვიცე-ჩემპიონების ნაწილს ევროპის ლიგაზე დაუშვებს - საქართველო ამ სიაში არ არის #1TVSPORT

დანიური გაზეთის, Tipsbladet-ის ინფორმაციით, უეფა ამზადებს დიდ ცვლილებებს ევროპა ლიგის და კონფერენს ლიგის საგზურების განაწილებასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ სიახლით ჯერ ქართული კლუბები ვერ ისარგებლებენ.

სიახლის მიხედვით, ევროპის ლიგაზე ვიცე-ჩემპიონები ითამაშებენ. საქმე ისაა, რომ უეფა-ს პრიორიტეტები იცვლება. ამ სეზონამდე უეფა პრიორიტეტს ანიჭებდა გუნდებს, რომლებიც იგებდნენ ტიტულებს – ჩემპიონებსა და თასის მფლობელებს.

ECA-ს, 245 ევროპული კლუბის ასოციაციის რჩევით, უეფა ტურნირების განაახლებს. დანიური გაზეთი იუწყება, რომ 2024-2027 წლების გეგმით, ახლა ევროტურნირებზე პრიორიტეტი არა თასის მფლობელებს, არამედ მეორეადგილოსნებს მიენიჭებათ.

ამ სეზონამდე ვიცე-ჩემპიონები იმ ქვეყნებიდან, რომლებიც უეფა-ს რეიტინგში მე-15 ადგილის ქვემოთ არიან, კონფერენს ლიგაზე თამაშობდნენ ამავე ჩემპიონატის მესამეადგილოსანთან და თასის მფლობელთან ერთად.

2024-2025 წლების სეზონიდან ეს მდგომარეობა მკვეთრად იცვლება. უეფა-ს რეიტინგში მე-16-დან 33-ე ადგილზე მყოფი თითოეული ქვეყნის თასის მფლობელი კონფერენს ლიგაზე ითამაშებს, ხოლო მეორეადგილოსნები – ევროპა ლიგაზე.

სამწუხაროდ, საქართველოდან ნიჭიერი მოთამაშეები უცხოეთში გარბიან, ჩვენი გუნდები ფინანსურად სუსტები არიან და უეფა-ს საკლუბო რეიტინგში მხოლოდ 47-ე ადგილზე ვართ. ამის გამო უეფა-ს ცვლილებით ჩვენი ვიცე-ჩემპიონები ვერ ისარგებლებენ.