უეფა – თურქეთისთვის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მიცემა რისკის შემცველია
A picture shows the trophy of the UEFA Euro 2016 football tournament ahead of the final draw in Paris on December 12, 2015. AFP PHOTO / LOIC VENANCE / AFP / LOIC VENANCE (Photo credit should read LOIC VENANCE/AFP/Getty Images)
უეფაში აცხადებენ, რომ თურქეთისთვის 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ჩატარების უფლების მიცემა რისკების შემცველია. კონკრეტულად სახელდება ადამიანთა უფლებების საკითხში სამოქმედო გეგმის არარსებობა და მთავარ ქალაქებში შესაბამისი სასტუმროების ნაკლებობა. საუბარია ასევე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შეუსაბამო დონეზე.
შეგახსენებთ, რომ 2020 წელს კონტინენტის პირველობა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაიმართება, 2024 წლიდან კი უეფა ისევ ერთი ქვეყნის ფორმატს უბრუნდება და მასპინძლის ვინაობა 27 სექტემბერს გახდება ცნობილი.
დღეისათვის 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ორი ქვეყანა – თურქეთი და გერმანია იბრძვიან.