უეფა ტოპნაკრებებს შესარჩევი პლეიოფის მატჩებში საკუთარი მოედნის უპირატესობას მიანიჭებს #1TVSPORT
უეფა-მ შეცვალა დიდი ტურნირების წინ შესარჩევი პლეიოფის მატჩების ჩატარების წესი.
ძველი წესებით, ფინალურ ტურნირზე მოსახვედრი პლეიოფის თამაშების მასპინძლებს წილისყრის წესით ირჩევდნენ. შესაბამისად, ისეთმა ნაკრებებმა, როგორებიც არიან იტალია, დანია და თურქეთი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეიოფის გადამწყვეტი მატჩები გასვლაზე ჩაატარეს. თურქეთმა გაიმარჯვა და გავიდა ფინალურ ტურნირში, იტალიამ და დანიამ საგზურები ვერ მოიპოვეს.
როგორც გამოცემა Football Meets Data წერს, უეფა-მ შეცვალა ევროპის ჩემპიონატის რეგლამენტის 17.01 პუნქტი. ახალი წესებით, პირველი კალათის გუნდები ავტომატურად მიიღებენ უფლებას, საკუთარ მოედანზე ჩაატარონ გადასასვლელი პლეიოფის ნახევარფინალური და ფინალური მატჩები.