უეფა სუპერთასის ჩატარებას მაყურებლების თანხლებით აპირებს

13:33, 20.08.2020

ევროპის 55 ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციის ხელმძღვანელებთან ვიდეოკონფერენციისას, უეფამ განიხილა ტრიბუნებზე ფანების დაბრუნების საკითხი.

მთავარი ევროპული საფეხბურთო ორგანო გამოვიდა წინადადებით – გამოიყენონ ევროპის სუპერთასის ფინალი საცდელ შეხვედრად ტრიბუნებზე შეზღუდული რაოდენობით გულშემატკივრების დასაშვებად. ამ პროცესის განსახორციელებლად საჭირო იქნება სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების მკაცრი დაცვა.

ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში, უეფას აღმასკომის სხდომაზე მიიღებენ.

უეფას სუპერთასი 2020 წლის 24 სექტემბერს უნდა გაიმართოს ბუდაპეშტში „პუშკაშ-არენაზე“. თასისთვის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გამარჯვებულები იბრძოლებენ.

მსგავსი