უეფა-ში გამორიცხეს რუსეთის საერთაშორისო ტურნირებზე დაბრუნება #1TVSPORT

19:37, 05.04.2025

უეფა-ს პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა განაცხადა, რომ რუსული კლუბები და ნაკრებები არ იქნებიან დაშვებული ორგანიზაციის ეგიდით გასამართ ტურნირებზე იქამდე, სანამ არ დასრულდება რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში.

„რაც შეეხება რუსული გუნდების უკან მიღებას, უკვე ბევრჯერ ვთქვი ამ თემაზე და შემიძლია გავიმეორო მათთვის, ვისაც ამ საკითზე ეჭვები გააჩნია. როცა დასრულდება კონფლიქტი, ისინი დაბრუნდებიან“, – განაცხადა უეფა-ს პრეზიდენტმა.

რუსეთის ნაკრები და რუსული კლუბები ჩამოცილებულნი არიან საერთაშორისო ტურნირებს 2022 წლის თებერვლიდან, როცა რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო.

მსგავსი