უეფა-ში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის გადადებას არ გამორიცხავენ
უეფა-ში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის გადადებას არ გამორიცხავენ

უეფა-ს ვიცეპრეზიდენტი მიშელ უვა აცახადებს, რომ კორნავისრუსის მსგავსი ტემპებით გავრცელების შემთხვევაში, შესაძლოა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი, აგრეთვე სხვა ევროპული ტურნირები გაურკვეველი პერიოდით გადაიდოს, – იუწყება „როიტერი“.

„ჩვენ ახლა ვიცდით და მოვლენების განვითარებას ვაკვირდებით. ფეხბურთი არსებულ მდგომარეობას უნდა მოერგოს. ვცდილობთ, არ შევაჩეროთ ტურნირები, მაგრამ შევაჩერებთ, თუ მდგომარეობა გაუარესდება.“ – აცხადებს უეფა-ს ვიცეპრეზიდენტი მიშელ უვა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი 12 ქვეყანაში გაიმართება. ტურნირის პირველი მატჩი რომში გაიმართება, იტალიაში კი ევროპის მასშტაბით კორნავირუსის ყველაზე  მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

იტალიის ჩემპიონატის რამდენიმე მატჩი უკვე გადაიდო, „იუვენტუსი“ – „ინტერის“ შეხვედრა კი ცარიელ ტრიბუნებთან, გულშემატკივრების გარეშე ჩაივლის.

დატოვე კომენტარი