უეფა-ში 2020 წლის ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელებში ზურიკო დავითაშვილს ასახელებენ
უეფა-ში 2020 წლის ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელებში ზურიკო დავითაშვილს ასახელებენ

უეფა-მ შეადგინა საუკეთესო ახალგაზრდების სია, რომლებსაც უნდა დავაკვირდეთ 2020 წელს. ჩამონათვალში ზურიკო დავითაშვილია.

უეფა-ს ოფიციალური ვებგვერდის რეპორტიორებმა შეადგინეს 21 წლამდე ასაკის 50 ფეხბურთელის სია, რომლებზეც ღირს დაკვირვება 2020 წელს. ევროპაში მოთამაშე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელთა TOP50-ში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი. აი, როგორ ახასიათებს მას uefa.com:

„ნახევარმცველისთვის საქართველოს ჩემპიონატიდან რუსეთის პრემიერლიგაში გადასვლამ უმტკივნეულოდ ჩაიარა. გამტანი ფორვარდის, სულიკო დავითაშვილის ვაჟი 18 წლის ასაკში უკვე თამაშობს საქართველოს პირველ ნაკრებში”.

უეფა-ს მიერ შედგენილი სრული სია ასე გამოიყურება (ფეხბურთელები ლათინური ალფავიტის მიხედვით ჩამოწერეს),

იასინ ადლი (საფრანგეთი, ბორდო, 19 წლის)

ბლენდი ბაფტიუ (კოსოვო, ბალკანი, 21)

ალესანდრო ბასტონი (იტალია, ინტერი, 20)

მირონ ბოადუ (ჰოლანდია, ალკმაარი, 18)

დომაგოი ბრადარი (ხორვატია, ლილი, 20)

ედუარდო კამავინგა (საფრანგეთი, რენი, 17)

რაიან შერკი (საფრანგეთი, ლიონი, 16)

ჯონათან დავიდი (კანადა, გენტი, 19)

ზურიკო დავითაშვილი (საქართველო, რუბინი, 18)

დოდო (ბრაზილია, შახტარი, 21)

ოდსონ ედუარდი (საფრანგეთი, სელტიკი, 21)

დიმიტრის ემანუილიდისი (საბერძნეთი, პანათინაიკოსი, 19)

ფაბიო სილვა (პორტუგალია, პორტუ, 17)

ანსუ ფატი (ესპანეთი, ბარსელონა, 17)

ფლორენტინო ლუიში (პორტუგალია, ბენფიკა, 20)

ბრაიან ხილი (ესპანეთი, სევილია, 18)

მეისონ გრინვუდი (ინგლისი, მანჩესტერ იუნაიტედი, 18)

რიის ჯეიმსი (ინგლისი, ჩელსი, 20)

ბუბაქარ კამარა (საფრანგეთი, მარსელი, 20)

კან-ინ ლი (კორეა, ვალენსია, 18)

მიხალ კარბოვნიკი (პოლონეთი, ლეგია, 18)

ვადიმ კარპოვი (რუსეთი, ცსკა, 17)

სეკუ კოიტა (მალი, ზალცბურგი, 20)

ჟიულ კუნდე (საფრანგეთი, სევილია, 21)

დეიან კულუშევსკი (შვედეთი, ატალანტა, 19)

დიეგო ლაინესი (მექსიკა, ბეტისი, 19)

ნოა ლანგი (ჰოლანდია, აიაქსი, 20)

ბოგდან ლედნევი (უკრაინა, დინამო კ, 21)

დენიმ მანი (რუმინეთი, სტიაუა, 21)

გაბრიელ მარტინელი (ბრაზილია, არსენალი, 18)

ნიკოლა მორო (ხორვატია, დინამო ზ, 21)

რაფაელ ლეაო (პორტუგალია, მილანი, 20)

ტროი პაროტი (ირლანდია, ტოტენჰემი, 17)

სტრინია პავლოვიჩი (სერბეთი, პარტიზანი, 18)

პანაიოტის რეცოსი (საბერძნეთი, ლევერკუზენი, 21)

ბუკაიო საკა (ინგლისი, არსენალი, 18)

ოიჰან სანსეტი (ესპანეთი, ბილბაო, 19)

არნორ სიგურდსონი (ისლანდია, ცსკა, 20)

ბუბაქარი სუმარე (საფრანგეთი, ლილი, 20)

კელვინ სტენგსი (ჰოლანდია, ალკმაარი, 21)

მაგომედ-შაპი სულეიმანოვი (რუსეთი, კრასნოდარი, 20)

დომინიკ სობოსლაი (უნგრეთი, ზალცბურგი, 19)

ტომას ტავარეში (პორტუგალია, ბენფიკა, 18)

ტეტე (ბრაზილია, შახტარი, 19)

ტომას ესტევესი (პორტუგალია, პორტუ, 17)

ფრანსისკო ტრინკაო (პორტუგალია, ბრაგა, 20)

მაარტენ ვანდევოორდტი (ბელგია, გენკი, 17)

ზინიო ვანჰოისდენი (ბელგია, სტანდარდი, 20)

იარი ვერშაერენი (ბელგია, ანდერლეხტი, 18)

დუშან ვლაჰოვიჩი (სერბეთი, ფიორენტინა, 19)