უეფა - საომარი მდგომარეობის მიუხედავად, პოლტავაში გასამართი მატჩი არ გადაიდება
უეფა - საომარი მდგომარეობის მიუხედავად, პოლტავაში გასამართი მატჩი არ გადაიდება

უეფაში აცხადებენ, რომ მიუხედავად უკრაინის პრეზიდენტის მიერ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადებისა, ქალაქ პოლტავაში, ადგილობრივ „ვორსკლასა“ და ლონდონის „არსენალს“ შორის „ევროპა ლიგის“ მატჩი გეგმის მიხედვით ჩატარდება.

რამდენიმე დღის წინ, უკრაინის საზღვაო ფლოტში განაცხადეს, რომ ყირიმის ნაპირებთან, რუსეთის სანაპირო ძალებმა უკრაინულ გემებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ექვსი უკრაინელი მეზღვაური დაიჭრა.

მიუხედავად ამისა, უეფაში აცხადებენ, რომ მატჩი ვორსკლა -არსენალი გეგმის მიხედვით ჩატარდება და უსაფრთხოების ყველა საჭირო ნორმა დაცული იქნება.