უეფა-ს სურს, ფეხბურთში VAR-ის გამოყენების წესი რადიკალურად შეცვალოს #1TVSPORT
უეფა-ს სურს, ფეხბურთში ვიდეორეფერის (VAR-ის) გამოყენების წესი რადიკალურად შეცვალოს, რათა მსაჯებს, ძველი დროის მსგავსად, თამაშზე კვლავ მეტი კონტროლი მიენიჭოთ.
უეფა-ს მსაჯთა კომიტეტის ხელმძღვანელის, რობერტო როზეტის განცხადებით, „მიკროსკოპული ეპიზოდების“ ანალიზით VAR-ი უკვე ძალიან შორს წავიდა. მას სურს, რომ ტექნოლოგიის ჩარევა მხოლოდ მკაფიო და აშკარა შეცდომების გამოსწორებით შემოიფარგლოს.
„ეს ფეხბურთია და არა „ფლეისთეიშენი“. ჩვენ ძალიან, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. მატჩს მსაჯი უნდა აკონტროლებდეს. შევნიშნეთ, რომ მოედანზე გამართულ ზოგიერთ ვიდეოგანხილვას ფეხბურთთან საერთო არაფერი ჰქონდა“, – განაცხადა როზეტიმ „ბიბისისთან“ საუბარში.
უეფა თავის ტურნირებზე VAR-ის სისტემას აქტიურად 2018/2019 წლების სეზონიდან იყენებს.