უეფა-ს სუპერთასზე დამატებითი დროის ფორმატი გაუქმდა – ძირითადი დროის შემდეგ პირდაპირ პენალტების სერია შესრულდება #1TVSPORT

21:43, 29.06.2023

უეფა-მ შეცვალა ევროპის სუპერთასის ჩატარების ფორმატი.

ცვლილებები შეტანილია რეგლამენტში, კერძოდ, მე-12 მუხლში: თუ გამარჯვებული არ გამოვლინდება ძირითად დროში, თამაში პენალტების სერიით გაგრძელდება. გაუქმებულია 15-15-წუთიანი ორი დამატებითი ტაიმის ფორმატი.

2023 წელს ევროპის სუპერთასისთვის შეხვდებიან „მანჩესტერ სიტი“ და „სევილია“. მატჩს 16 აგვისტოს ათენი უმასპინძლებს.

მსგავსი