უეფა-ს სუპერთასის ფინალში პსჟ 13 აგვისტოს ითამაშებს #1TVSPORT
გაირკვა უეფა-ს სუპერთასის ფინალის მონაწილე ორივე გუნდი.
თავდაპირველად ამ ტიტულისთვის თამაშის უფლება მოიპოვა „ტოტენჰემმა“, რომელმაც 21 მაისს ევროპის ლიგა მოიგო.
მეორე საგზური „პარი სენ-ჟერმენს“ ერგო, როგორც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს.
„ტოტენჰემისა“ და პსჟ-ის დაპირისპირება 13 აგვისტოს იტალიაში შედგება. შეხვედრას „უდინეზეს“ „ფრიულის“ სტადიონი უმასპინძლებს.