უეფა-ს სუპერთასი შეიძლება ოთხთა ტურნირად გადაიქცეს #1TVSPORT
უეფა-ს სუპერთასი შეიძლება ოთხთა ტურნირად გადაიქცეს #1TVSPORT

უეფა-ს სუპერთასი მომავალი სეზონიდან შეიძლება გადაიქცეს ტურნირად, რომელშიც ოთხი გუნდი მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ წერს ინტერნეტგამოცემა TeleFootball-ი.

დიდია იმის ალბათობა, რომ შეცვლილი ფორმატის ტურნირი ევროპის ფარგლებს გარეთ ჩატარდეს, მაგალითად, აშშ-ში ან ახლო აღმოსავლეთში. გეგმის მიხედვით, უეფა-ს სუპერთასზე გაიმართება ორი ნახევარფინალი და ფინალი.

ამ მომენტისთვის არ არის ინფორმაცია იმის შესახებ, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის გამარჯვებულების გარდა, კიდევ რომელი გუნდები მიიღებენ მიწვევას.