უეფა-ს სემინარს გორმა უმასპინძლა
უეფა-ს სემინარს გორმა უმასპინძლა

შიდა ქართლის რეგიონში მომუშავე უეფა-ს მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის მქონე მწვრთნელებისთვის გორში ერთდღიანი სემინარი გაიმართა, – ორგანიზატორი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტია.

სემინარში 40 მწვრთნელი მონაწილეობდა, მათ შორის ოთხი ქალი გახლდათ – მათ სფფ-ის ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზაზა ზამთარაძე შეხვდა, სამწვრთნელო განათლების სიახლეებსა და სემინარის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ბოლოს კი მსმენელებს წარმატება უსურვა.

აღნიშნული ფორმით უეფა-ს მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის მქონე მწვრთნელების სემინარი უკვე მეორედ გაიმართა. ღონისძიების მიზანია, რეგიონში დასაქმებულ მწვრთნელებს უახლესი ინფორმაცია მიაწოდოს მწვრთნელთა განათლებაში არსებული სიახლეების შესახებ.

შიდა ქართლის რეგიონის შემდეგ სემინარები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, ქვეყნის ყველა რეგიონში გაიმართება.

დატოვე კომენტარი