უეფა-ს სამაშველო გეგმა - ორგანიზაცია კორონავირუსით დაზარალებულ გუნდებს 6,6 მილიარდი ევროთი დაეხმარება #1TVSPORT
უეფა-ს სამაშველო გეგმა - ორგანიზაცია კორონავირუსით დაზარალებულ გუნდებს 6,6 მილიარდი ევროთი დაეხმარება #1TVSPORT

ევროპული გუნდები კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეულ ფინანსურ დანაკარგს ითვლიან, უეფა-მ გამოყო 6,6 მილიარდი ევრო მათი დახმარებისთვის. გეგმა არის იმის მცდელობა, რომ სერიოზული ეკონომიკური პრობლემების წინაშე მდგარი გუნდები ისევ ფეხზე დადგნენ.

უეფა ნაწილობრივ დაფარავს იმ თანხას, რომელსაც მომავალში მათ ევროსარბიელზე მონაწილეობას უზრუნველყოფს. ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე გასულ გუნდებს შეუძლიათ მიიღონ 100 მილიონი ევრო წელიწადში. უეფა უკვე რამდენიმე თვეა აწარმოებს მოლაპარაკებებს ბანკებთან და სხვა კომპანიებთან ამ კაპიტალის შესაქმნელად. ამას გარდა, უეფა მოლაპარაკებებს აწარმოებს ლონდონში დაფუძნებულ საინვესტიციო ფირმასთან (Centricus), ასევე სხვებთან (Citigroup და UniCredit).

ბევრი ევროპული გუნდისთვის ეს ნაბიჯი დიდი შვება იქნება. 2020 წლიდან დღემდე, მრავალი ქვეყნის კლუბები იძულებულნი იყვნენ თვეების განმავლობაში ეთამაშათ გულშემატკივრების გარეშე, ზოგიერთმა გუნდმა სპონსორებისგან შემოსავალი დაკარგა და სატელევიზიო შემოსავლები შეუმცირდათ.

მაგალითად, „ბარსელონამ“ 1.4 მილიარდ ევრომდე ვალი დააგროვა და ლიონელ მესი ფინანსური პრობლემების გამო ვერ შეინარჩუნა. გუნდის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ გუნდი მომავალ სეზონში კიდევ 570 მილიონი დოლარის ზარალს ელოდება. და ეს ყველაფერი გამოწვეულია არა მხოლოდ არასწორი მენეჯმენტით, არამედ – პანდემიით.

პრემიერლიგამ, უმდიდრესმა ორგანიზაციამ, დაარსების დღიდან (1992) პირველი მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა. ბევრი გუნდი ცდილობს მოიცილოს მოთამაშეები, რადგან გადახდის საშუალება აღარ აქვთ და ცდილობენ დიდი კონტრაქტები დაარღვიონ.