უეფა-ს პროექტი ერთი წლის შემდეგ - მეკარეთა მწვრთნელების ლიცენზირების კურსი აპრილიდან დაიწყება
უეფა-ს პროექტი ერთი წლის შემდეგ - მეკარეთა მწვრთნელების ლიცენზირების კურსი აპრილიდან დაიწყება

2021 წელს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტი მწვრთნელთა განათლების პროგრამებში მეკარეთა მწვრთნელების B ლიცენზიის კურსის გამართვას გეგმავს.

სფფ-ის წარმომადგენლებმა უეფა-ს მეკარეების მწვრთნელების ექსპერტთან, მარტ პუმთან ონლაინ შეხვედრა გამართეს. მეკარეთა მწვრთნელების B ლიცენზიის კურსი საქართველოში გასულ წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, Covid 19-ის პანდემიის გამო პროცესი 2021 წლისთვის გადაიდო.

უეფა-მ თავის წევრ ასოციაციებში პროექტის განხორციელება 2020 წლიდან დაიწყო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კი ერთ-ერთი მონაწილეა. 2020 წლის 19 თებერვალს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ დეპარტამენტთან სამუშაო ვიზიტით უეფა-ს მეკარეთა სამწვრთნელო განათლების ექსპერტი მარტ პოომი და უეფა-ს ექსპერტი გენადი სკურტული ესტუმრნენ. ონლაინ შეხვედრაზე, კურსების წელს გამართვის შესაძლებლობაზე იმსჯელეს და გადაწყდა, რომ მეკარეთა მწვრთნელების B ლიცენზიის პირველი კურსი საქართველოში 2021 წლის აპრილში დაიწყება. მასში მონაწილეობას ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის გუნდების მეკარეების მწვრთნელები მიიღებენ.