უეფა-ს პრეზიდენტი - „რეალი“, „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ ასობით კლუბის წინააღმდეგ გამოდიან #1TVSPORT
უეფა-ს პრეზიდენტი - „რეალი“, „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ ასობით კლუბის წინააღმდეგ გამოდიან #1TVSPORT

„რეალის“, „ბარსელონასა“ და „იუვენტუსის“ ხელმძღვანელები ევროპის სუპერლიგის პროექტის მხარდაჭერით ასობით სხვა გუნდის წინააღმდეგ გამოდიან. ასეთი აზრი გამოთქვა უეფა-ს პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა.

„ისინი თავიანთი მოქმედებებით არ უნდა ეწეოდნენ ფეხბურთის პარალიზებას. უცნაურია ამ სამი კლუბის პრეს-რელიზების კითხვა ასობით სხვა კლუბების წინააღმდეგ. სწორი მიდგომაა – დიალოგი. მათ უნდა თქვან – უნდათ თუ არა დაბრუნება. თუ სუპერლიგაში ურჩევნიათ? მაშინ ითამაშონ იქ სამმა“, – თქვა ჩეფერინმა.

რამდენიმე დღის წინ, უეფა-მ დისციპლინარული წარმოების საქმე აღძრა ამ კლუბების წინააღმდეგ.