უეფა-ს პრეზიდენტი იტალიას ევრო 2032-ის მასპინძლობის უფლების ჩამორთმევით დაემუქრა #1TVSPORT
უეფა-ს პრეზიდენტი იტალიას ევრო 2032-ის მასპინძლობის უფლების ჩამორთმევით დაემუქრა #1TVSPORT

უეფა-ს პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა არ გამორიცხა იტალიისთვის ევროპის 2032 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების ჩამორთმევა.

იტალიამ ევრო 2032-ს თურქეთთან ერთად უნდა უმასპინძლოს. იტალიურმა მხარემ უეფა-ში 10 სტადიონის განაცხადი გაგზავნა – მილანში, რომში, ბარიში, ნეაპოლში, ფლორენციაში, ვერონაში, ბოლონიაში, გენუასა და კალიარიში. ამდენივე არენა შესთავაზა უეფა-ს თურქეთმა. ამა წლის ოქტომბერში უეფა თითო ქვეყნიდან ხუთ სტადიონს აარჩევს.

ჟურნალისტმა ჩეფერინს შეახსენა, რომ იტალიაში სტადიონების მხრივ სიტუაცია სახარბიელო არ არის.

„ევროპის ჩემპიონატი დაგეგმილია და ის ჩატარდება. იმედია, ინფრასტრუქტურა მომზადებული იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ტურნირი იტალიაში არ ჩატარდება“, – განაცხადა ჩეფერინმა La Gazzetta dello Sport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.