უეფა-ს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ევროთასების დასრულებას შეძლებს
უეფა-ს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ევროთასების დასრულებას შეძლებს

უეფა-ს პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი ირწმუნება, რომ მის ორგანიზაციას ევროთასების დასრულების „კონკრეტული გეგმა“ გააჩნია.

„ახლა სიტუაცია ასეთია, რომ დარწმუნებული ვარ – ჩვენ შევძლებთ ევროპული სეზონის დასრულებას“, – განაცხადა ჩეფერინმა.

უეფა-ს პრეზიდენტმა ასევე  აღნიშნა, რომ თამაშების ჩატარება მაყურებლების გარეშე მოუწევთ და იმედი გამოთქვა, რომ ეროვნული ჩემპიონატები აგვისტომდე დასრულდება.