უეფა-ს პრეზიდენტი - დარწმუნებული არ ვარ, რომ რუსული კლუბები უახლოეს დროში შეძლებენ ევროტურნირებზე თამაშს #1TVSPORT
უეფა-ს პრეზიდენტი - დარწმუნებული არ ვარ, რომ რუსული კლუბები უახლოეს დროში შეძლებენ ევროტურნირებზე თამაშს #1TVSPORT

უეფა-ს პრეზიდენტს ალექსანდრ ჩეფერინს გაუჭირდა პასუხის გაცემა რუსული კლუბების ევროთასებზე დაბრუნებასთან დაკავშირებით.

„ყველა სათანადოდ არ აფასებდა სიტუაციას გასულ თვეებში, ვერავინ ივარაუდებდა მოვლენათა განვითარებას. და როცა ეს დაიწყო, ყველანი ფიქრობდნენ, რომ ეს შეიძლება ორი კვირა გაგრძელებულიყო. ამიტომაც ახლა რთულია ივარაუდო, რა მოხდება შემდეგ. ჯერ არაფრის თქმა არ შეიძლება.

დარწმუნებული არ ვარ, რომ რუსული კლუბები უახლოეს დროში შეძლებენ ევროტურნირებზე თამაშს, ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უკრაინულმა კლუბებმა ითამაშონ საკუთარ და ჩვენს ტურნირებში. უკვე არა ერთხელ მითქვამს, რომ ძალიან ვწუხვარ ყველა უკრაინელი და რუსი სპორტსმენის გამო“, – განაცხადა ჩეფერინმა Sky Sport-სთან ინტერვიუში.

რუსეთის ნაკრებები და კლუბები ყველა საერთაშორისო ტურნირს ჩამოაშორეს უკრაინაში რუსული აგრესიის გამო.