უეფა-ს პრეზიდენტი ჩრდილოეთ მაკედონიამ გააკვირვა - პატარა ქვეყანამ, სუსტი ეკონომიკით, წინსვლის შანსი მიიღო
უეფა-ს პრეზიდენტი ჩრდილოეთ მაკედონიამ გააკვირვა - პატარა ქვეყანამ, სუსტი ეკონომიკით, წინსვლის შანსი მიიღო

ბელგრად დეილისთან“ მიცემულ ინტერვიუში უეფა-ს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მოხვედრით სასიამოვნოდ გაკვირვებულია – უეფა-ს პრეზიდენტმა იმ პერსპექტივაზე ილაპარაკა, რაც ამ ბალკანურ ქვეყანას გაუჩნდა და რაც, რეალურად საქართველომ დაკარგა.

ჩრდილეოთ მაკედონიამ გამაკვირვა. ეს არის კარგი გუნდი, რომელსაც კარგი მწვრთნელი ჰყავს და შესანიშნავია, ევროპის ჩემპიონატზე რომ მოხვდა. პატარა ქვეყანამ, რომელსაც კარგი ეკონომიკური მდგომარეობა არ აქვს, წინსვლის შანსი მიიღო. იშვიათადაა შესაძლებელი ქვეყანაში ხალხის ისე გაერთიანება, როგორც ეს ჩრდილოეთ მაკედონიაში სპორტული წარმატებით მოახერხეს”, – განაცხადა ჩეფერინმა.

ბელგრად დეილისთან“ ინტერვიუში ჩეფერინმა გამოთქვა იმედი, რომ ევროპის ჩემპიონატი, რომელიც 11 ივნისიდან 11 ივლისამდე გაიმართება, სავსე სტადიონებზე ჩატარდება.

„მჯერა, რომ ამ ზაფხულში ევროპის ჩემპიონატი სავსე ტრიბუნების წინაშე გაიმართება. ამ დროისთვის გეგმაში ტურნირის 12-ვე ქვეყანაში გამართვა გვაქვს. რა თქმა უნდა, პრობლემების შექმნის შემთხვევაში, სარეზერვო ვარიანტები არსებობს. ჩვენ მზად ვართ მოვაწყოთ კონკურსი 11, 10 ან 9 ქვეყანაში, საჭიროების შემთხვევაში – მხოლოდ ერთშიც კი. ამასთან, მე 99,9 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ევრო 2020 დაგეგმილის მიხედვით, 12-ვე ქვეყანაში გაიმართება. ვფიქრობ, რომ მომავალში ამ ფორმატის ტურნირები ამდენ მასპინძელთან ერთად აღარ გვექნება, რადგან მისი ორგანიზება რთული აღმოჩნდა”, – არ მალავს ჩეფერინი.