უეფა-ს მიერ გადაღებულ ფილმში გურამ კაშია გულიტთან და მოურინიოსთან ერთად მოხვდა (ვიდეო)

ეუფა-მ გადაიღო 54-წუთიანი ფილმი სახელწოდებით „განრისხებულები“, რომელიც ძალადობის სხვადასხვა გზით გამოვლინებას ეხება.

პოლ პოგბა, ნადია ნადიმი, მეგან რაპინო, მოიზე კინი, დეიან ლოვრენი, ოლივიე ჟირუ, შანის ვან დე სანდენი, ტაირონ მინგსი, ხუან მატა, კალიდუ კულიბალი და გურამ კაშია საუბრობენ დისკრიმინაციაზე რომელიც გამოწვეულია რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური ორიენტაციისა და სხვა მიზეზებით.

ფილმის ტრეილერში გურამ კაშიაც მოხვდა, რომელიც იხსენებს რეაქციას, რომელიც მის მიერ ლგბტ პირებისადმი მხარდამჭერი სამკლავურის გაკეთებას მოჰყვა.

„დისკრიმინაცია მთელი მსოფლიოს პრებლემაა. მას წინ უნდა აღვუდგეთ, რათა მსოფლიო უკეთესი გახდეს“, – ამბობს ფილმში „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო.