უეფა-ს კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი | გორის „დილამ“ სტუმრად ლუქსემბურგის „რასინგს“ სძლია #1TVSPORT
გორის „დილამ“ უეფა-ს კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა ლუქსემბურგში „რასინგთან“ გამართა და 2:1 გაიმარჯვა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, გოლები კი შესვენების შემდეგ გავიდა. ანგარიში „რასინგმა“ გახსნა — ლუქსემბურგელების შეტევა 52-ე წუთზე მასპინძელთა გერმანელმა ნახევარმცველმა, დომინიკ შტოლცმა ზუსტი დარტყმით დაასრულა.
„დილამ“ წონასწორობა მე-60 წუთზე აღადგინა — მასპინძელთა კარი სანდრო ანდრონიკაშვილმა აიღო. 78-ე წუთზე გორელები დაწინაურდნენ — ოთარ ფარულავას გადაცემით „რასინგს“ განელმა ნახევარმცველმა, იაკუბ ედუძიმ გაუტანა.
კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას „დილა“ „რასინგთან“ 17 ივლისს გორის „თენგიზ ბურჯანაზე არენაზე“ გამართავს.