უეფა-ს კონფერენს ლიგაზე თბილისის „დინამომ“ „მონდორფი“ დაამარცხა #1TVSPORT
უეფა-ს კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „დინამომ“ ლუქსემბურგში „მონდორფი“ 2:1 დაამარცხა და საპასუხო მატჩის წინ უპირატესობა მოიპოვა.
შეხვედრა, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი დაესწრო, „დინამომ“ დამაჯერებლად დაიწყო და ალგასიმ ბასას (მე-2 წუთი) და მათე ვაწაძის (მე-19 წუთი) გოლებით პირველი ტაიმი 2:0 მოიგო. მეორე ნახევარში კი „მონდორფმა“ სხვაობა ჰატიმ ფარის (71-ე წუთი) გოლით შეამცირა.
„დინამო თბილისი“ ლუქსემბურგის გუნდს 16 ივლისს, თბილისში, „მიხეილ მესხი არენაზე“ უმასპინძლებს და შემდეგ ეტაპზე გასვლას შეეცდება.
მეორე ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ქართული გუნდის მეტოქე მონტენეგროს „პეტროვაცსა“ და ლიეტუვის „ჟალგირისს“ შორის გამარჯვებული იქნება.