უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის საპასუხო მატჩში „დინამო თბილისის“ 19-წლამდელთა გუნდი „ზრინსკის“ უმასპინძლებს #1TVSPORT
უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაზე „ზრინსკისთან“ საპასუხო მატჩამდე „დინამო თბილისის“ 19-წლამდელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, დავით გელაშვილმა და ცენტრალურმა მცველმა ლუკა შაშიაშვილმა კომენტარი გააკეთეს.
დავით გელაშვილი („დინამო თბილისის“ 19-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი) – „მოსამზადებელმა პერიოდმა კარგად ჩაიარა, გუნდში კარგი განწყობაა, ფეხბურთელები ჯანმრთელად არიან და თამაშს ელოდებიან. ვეცდებით, წარმატებას მივაღწიოთ და გულშემატკივარი გავახაროთ – ვთხოვთ, მოვიდნენ სტადიონზე და მხარი დაგვიჭირონ“.
ლუკა შაშიაშვილი („დინამო თბილისის“ მცველი) – „პრინციპული თამაში გველის. თავს კარგად ვგრძნობთ და ვემზადებით მატჩისთვის. გუნდის თითოეულმა წევრმა ვიცით, რომ ასეთი მნიშვნელოვანი მატჩი იშვიათად გვაქვს. გულშემატკივარსაც ვთხოვ, რომ მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“.
ამ გუნდების პირველი მატჩი ბოსნიაში 1:1 დასრულდა და „დინამო თბილისს“ შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი აქვს. შეხვედრა „დინამო არენაზე“ პირველ ოქტომბერს 20:00 საათზე დაიწყება.