უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაზე „დინამო თბილისმა“ მინსკის „დინამოს“ სძლია და მომდევნო ეტაპზე გავიდა #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ 19-წლამდელთა გუნდმა უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის პლეიოფის მეოთხედფინალში მინსკის „დინამო“ პენალტების სერიაში დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
არადა, საქმე აქამდე არ უნდა მისულიყო. 19-წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონი ადუაშვილის (12), ლომიძისა (33) და ალექსიძის (46) მიერ გატანილი ბურთებით 3:0 იგებდა, მაგრამ მინსკელთა თავდამსხმელმა ლუცკოვიჩმა პენალტით სხვაობა შეამცირა, შემდეგ დუბლიც შეასრულა და პენალტების სერია დაინიშნა.
თერთმეტმეტრიანები „დინამომ“ მეტოქეზე უკეთ შეასრულა – შარიქაძემ, მეტრეველმა და ქურდოვანიძემ შანსები გამოიყენეს, თბილისელთა მეკარე მათე ჭელიძემ ორი პენალტი მოიგერია, ერთიც მინსკელებმა ხარიხას გაარტყეს და „დინამო თბილისი“ შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც „კოპენჰაგენს“ დაუპირისპირდება.