უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაზე „დინამო თბილისის“ 19-წლამდელთა გუნდი მინსკის „დინამოსთან“ორივე მატჩს თბილისში გამართავს #1TVSPORT
უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაზე „დინამო თბილისის“ 19-წლამდელთა გუნდი მინსკის „დინამოსთან“ორივე მატჩს თბილისში გამართავს #1TVSPORT

უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში „დინამო თბილისის“ 19-წლამდელთა გუნდი მინსკის „დინამოს“ ეთამაშება – ორივე მატჩი თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება.

პირველი შეხვედრა, რომელშიც მასპინძელი ბელორუსული გუნდი იქნება, 5 დეკემბერს 16:00 საათზე დაიწყება და მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

საპასუხო მატჩი კი 10 დეკემბერს, 18:00 საათზე დაიწყება.

მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში გამარჯვებული გუნდი უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის ძირითად ბადეში გავა და გაზაფხულიდან პლეი ოფში ითამაშებს.