უეფა ქალთა ფეხბურთის განვითარების სტრატეგიული კომუნიკაციების გეგმას ავრცელებს, რომელშიც საქართველოს მაგალითია განხილული
უეფა ქალთა ფეხბურთის განვითარების სტრატეგიული კომუნიკაციების გეგმას ავრცელებს, რომელშიც საქართველოს მაგალითია განხილული

უეფამ გამოსცა სტრატეგიული კომუნიკაციების გეგმა, რომელიც ევროპის ეროვნულ ასოციაციებს ქალთა ფეხბურთის განვითარებაში უნდა დაეხმაროს და მეტი გოგონა დააინტერესოს სპორტის ამ სახეობით. გეგმაში შესულია სამი თემატური კვლევა, რომლებიც ეროვნულმა ასოციაციებმა, კლუბებმა და კერძო პირებმა ჩაატარეს და რომლებიც აჩვენებს, როგორ შეუძლია ეფექტურ კომუნიკაციას ფართო აუდიტორია მოიცვას.

სტატიაში, რომელიც უეფას გვერდზეა გამოქვეყნებული, საქართველოს შესახებ ცალკეა საუბარი.

„საქართველო – სტრატეგიული მიდგომის შექმნა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქალთა ფეხბურთის განვითარებისთვის კონკრეტულ სტრატეგიულ გეგმას განსაზღვრავს, რაც ქალთა ფეხბურთის მიმართ საერთო ინტერესს გაზრდის და ამ სახეობას ყველაზე პოპულარულ ქალთა სახეობად აქცევს. კომუნიკაციის მიზანია, გააღვივოს ქალთა შორის ფეხბურთის თამაშის სურვილი, აღმოფხვრას კულტურული ბარიერები, რომლებიც ბევრ ქალს საქართველოში ფეხბურთის თამაშში უშლის ხელს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მუშაობს ასევე საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მიმართულებით, მათ შორის მასმედიასთან და საკვანძო გავლენიან ადამიანებთან, რათა ქალთა ფეხბურთის ნეგატიურ აღქმას ებრძოლოს.

საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრების პროფილი ასევე ძლიერდება“, – ნათქვამია უეფას ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში.