უეფა მხითარიანს აზერბაიჯანის ვიზის მიღებაში დაეხმარება
უეფა მხითარიანს აზერბაიჯანის ვიზის მიღებაში დაეხმარება

თუ არსენალი ევროპა ლიგის ფინალში გავიდა, უეფა ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ ლონდონელთა სომეხ ლეგიონერ ჰენრიკ მხითარიანს აზერბაიჯანის ვიზის მიღებისას პრობლემები არ შეექმნას.

შეგახსენებთ, რომ ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის ფინალური მატჩი წელს ბაქოში იმართება, სომხეთის მოქალაქეებს კი, ცნობილი მიზეზების გამო, აზრებაიჯანის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ.

მეოთხედფინალის პირველ მატჩში არსენალმა იტალიური ნაპოლი საკუთარ მოედანზე 2-0 დაამარცხა და ნახევარფინალში გასვლის კარგი შანსი აქვს.

საინტერესოა, რომ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მეთოფეები ორჯერ შეხვდნენ აზერბაიჯანულ ყარაბახს და ბაქოში გამართულ მატჩზე ლონდონელებმა მხითარიანის წაყვანისგან თავი შეიკავეს.