უეფა-მ წლის გოლად რონალდუს მაკრატელა აირჩია [ვიდეო]

უეფა-ს ტექნიკურმა დამკვირვებლებმა 2017-18 წლების ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო გოლი აირჩიეს.

პირველ ადგილზე გავიდა კრიშტიანუ რონალდუს მაკრატელა „იუვენტუსის“ კარში, მეორეზე – გარეტ ბეილის ასეთივე სტილში გატანილი გოლი „ლივერპულთან“ ფინალში.

ტექნიკური დამკვირვებლები იყვნენ: იეჟი ენგელი (პოლონეთი), თომას შააფი (გერმანია), მიკსუ პაატელაინენი (ფინეთი), პეტერ რუდბეკი (დანია), კრისტიან კივუ (რუმინეთი) და დევიდ მოიესი (შოტლანდია).

დატოვე კომენტარი