უეფა-მ წლის ფეხბურთელად ვან დეიკი დაასახელა
უეფა-მ წლის ფეხბურთელად ვან დეიკი დაასახელა

მონაკოში უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრის გარდა, 2018-2019 წლების სეზონი შეჯამდა.

ტრადიციულად, გამოავლინეს საუკეთესოები ამპლუების მიხედვით:

საუკეთესო მეკარეალისონი („ლივერპული“);

საუკეთესო მცველივირჯილ ვან დეიკი („ლივერპული“);

საუკეთესო ნახევარმცველი – ფრენკი დე იონგი („აიაქსი“);

საუკეთესო ფორვარდი – ლიონელ მესი („აიაქსი“).

ცერემონიის კულმინაცია გახდა ქალებსა და კაცებში 2018-2019 წლების საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება.

საუკეთესო ქალი ფეხბურთელი გახდა „ლიონის“ ფორვარდი ლუსი ბრონზი, კაცებში გამოარჩიეს „ლივერპულის“ მცველი ვირჯილ ვან დეიკი, რომელმაც დაამარცხა ორი ლეგენდა – კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი.