უეფა-მ უკრაინას შესთავაზა, შესარჩევი მატჩი ორმაგი დანიშნულების თამაშად აქციოს #1TVSPORT
უეფა-მ უკრაინას შესთავაზა, შესარჩევი მატჩი ორმაგი დანიშნულების თამაშად აქციოს #1TVSPORT

უეფა-მ შესთავაზა უკრაინის ფეხბურთის ასოციაციას, შოტლანდია-უკრაინის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალური პლეი ოფის მატჩი ჩაატაროს არა 7 ივნისს, არამედ 31 მაისს ან პირველ ივნისს. ამის შესახებ unian.net იტყობინება.

დიდი ალბათობით, უკრაინული მხარე დუელის თარიღად პირველ ივნისს აირჩევს, რადგან მოსამზადებელ დამატებით ერთ დღესაც დიდი მნიშვნელობა აქვს. უკრაინელი ლეგიონერები ეროვნული გუნდის შეკრებაზე მისვლას მხოლოდ 22-23 მაისს შეძლებენ.

გარდა ამისა, უეფა-მ შესთავაზა, რომ ეს მატჩი ორმაგი დანიშნულებით ყოფილიყო, რათა მისი შედეგი ჩაითვალოს როგორც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ასევე ერთა ლიგაზე – ამ ტურნირზე შოტლანდია-უკრაინის მატჩი რუსეთის შემოჭრამდე დაგეგმილი იყო 7 ივნისს.

ივნისში უკრაინის ნაკრებმა ერთა ლიგის კიდევ ორი ​​მატჩი უნდა ჩაატაროს – 4 ივნისს ირლანდიაში სტუმრად და 11 ივნისს შინ სომხეთთან. თუ უკრაინა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის ნახევარფინალში შოტლანდიას დაამარცხებს, მაშინ ფინალში უელსს დაუპირისპირდება. ყატარში მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შემთხვევაში უკრაინა „ბ“ ჯგუფში გამოვა, რომელშიც ასევე ითამაშებენ ირანი, აშშ და ინგლისი.

ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ნაწილი 2022 წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება. ეს ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც არა ზაფხულში, არამედ ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება.

დატოვე კომენტარი