უეფა-მ ტურინის „იუვენტუსი“ ევროთასებიდან ერთი წლით მოკვეთა #1TVSPORT
უეფა-მ ტურინის „იუვენტუსი“ ევროთასებიდან ერთი წლით მოკვეთა #1TVSPORT

უეფა-მ ტურინის „იუვენტუსი“ კონფერენს ლიგის მიმდინარე გათამაშებიდან მოხსნა და 20 მილიონი ევროს ოდენობის ფულადი ჯარიმაც დააკისრა.

საქმე ეხება კლუბების ლიცენზირებისა და ფინანსური „ფეარ პლეის“ წესების დარღვევებს. „იუვეს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, კლუბი უეფა-ს ვერდიქტს არ გაასაჩივრებს.

20 მილიონი ევროდან 10 მილიონი ევრო პირობითი სასჯელია და ამ თანხას ტურინული კლუბი მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდის, თუ მიმდინარე და მომდევნო ორი საფინანსო წელი უეფა-ს მოთხოვნების შესაბამისი არ იქნება.

კონფერენს ლიგის გათამაშებაში „იუვენტუსს“ „ფიორენტინა“ შეცვლის.