უეფა-მ სუპერლიგის კლუბების წინააღმდეგ სასამართლო დავა შეაჩერა #1TVSPORT
უეფა-მ სუპერლიგის კლუბების წინააღმდეგ სასამართლო დავა შეაჩერა #1TVSPORT

უეფა-მ გამოაცხადა, რომ უარს ამბობს პრეტენზიებზე „რეალის“, „ბარსელონასა“ და „იუვენტუსის“ მიმართ.

ამ გუნდების მიმართ სადისციპლინო საქმე მაისის ბოლოს აღიძრა, როცა გამოცხადდა ევროპის სუპერლიგის პროექტის შესახებ და შესაბამისად, კლუბებმა დაარღვიეს უეფა-ს ნორმატიული კანონმდებლობა.

უეფა-ს სააპელაციო ორგანომ გამოაცხადა, რომ სასამართლო გარჩევა აღარ გაიმართება, – წერს სააგენტო AP. ამასთან, არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ უეფა-მ მომავალში განაახლოს პროცესი.

ადრე მადრიდულმა სასამართლომ დაადგინა, რომ უეფა ვერ შეძლებს სუპერლიგის მიკვეთას საკუთარი ტურნირებიდან, ასევე დაავალდებულა ორგანიზაცია – მოუხსნას სანქციები ყველა კლუბს, რომლებსაც შეხება ჰქონდათ სუპერლიგის პროექტთან.