უეფა-მ, შესაძლოა პსჟ-სა და „დორტმუნდის“ მატჩი გადაიტანოს

20:43, 08.03.2020

უეფა-ში „პარი სენ-ჟერმენსა“ და „დორტმუნდს“ შორის, პარიზში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებითი მატჩის გადატანაზე ფიქრობენ.

ლაპარაკია თამაშის ვადის ერთი კვირით გადაწევაზე – 11 მარტიდან 18 მარტამდე. მიზეზი – კორონავირუსია, რომელიც მთელს ევროპაში ვრცელდება.

უეფა ასევე განიხილავს ამ მატჩის გადატანას საფრანგეთის უფრო უსაფრთხო რეგიონში ან სხვა ქვეყანაში.

საფრანგეთის ჩემპიონატში უკვე გადადეს „პარი სენ-ჟერმენის“ ერთი შეხვედრა – „სტრასბურგთან“.

მსგავსი