უეფა-მ, შეიძლება, „ალ-ნასრი“ ჩემპიონთა ლიგაზე მიიწვიოს #1TVSPORT
უეფა-მ, შეიძლება, „ალ-ნასრი“ ჩემპიონთა ლიგაზე მიიწვიოს #1TVSPORT

უეფა განიხილავს საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ მიწვევას 2024-25 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად.

„უეფა აპირებს, მიწვევა გაუგზავნოს „ალ-ნასრს“ 2024 წელს ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობისთვის, რადგან ის დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპის კონტინენტზე“, – დაწერა „ტვიტერში“ ჟურნალისტმა ალი ალ-ჰარბიმ.

16 აგვისტოს გაზეთმა Corriere dello Sport-მა დაწერა, რომ საუდის არაბეთის კლუბებს სურთ, მიიღონ უაილდ ქარდი ევროპის ჩემპიონთა ლიგაში გამოსასვლელად. თუმცა სამ დღეში ფრანგულმა გამოცემამ, Foot Mercato-მ აღნიშნა, რომ უეფა-ში უარყვეს საუდის არაბეთის კლუბების გამოსვლის შესაძლებლობა ჩემპიონთა ლიგაზე. აგვისტოს ბოლოს უეფა-ს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა დაადასტურა ეს ინფორმაცია.

მარტში ჩეფერინმა „ეკიპისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ადრე ჩინეთის ჩემპიონატს ჰქონდა ვარსკვლავების მიწვევის მცდელობა და ამას წარმატება არ მოუტანია.

„ჩვენ ვნახეთ ანალოგიური მიდგომა ჩინეთში, სადაც ყიდულობდნენ კარიერის ბოლოში მყოფ მოთამაშეებს და მათ დიდ თანხებს სთავაზობდნენ. ეს არასწორი მიდგომაა. კლუბები უნდა მუშაობდნენ მოთამაშეებისა და მწვრთნელების განვითარებაზე, მაგრამ ეს ჩემი პრობლემა არ არის“, – განაცხადა ჩეფერინმა.