უეფა-მ საქართველოს ნაკრების გოლი დღის ყველაზე ტექნიკურ მომენტად აღიარა [ვიდეო] #1TVSPORT
უეფა-მ საქართველოს ნაკრების გოლი დღის ყველაზე ტექნიკურ მომენტად აღიარა [ვიდეო] #1TVSPORT

უეფა-ს ოფიციალურმა გვერდმა ევრო 2022-ის მესამე სათამაშო დღის მთავარ ეპიზოდად საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, ელისანდროს გოლი აღიარა.

„დღის ტექნიკური მომენტი: ელისანდრო (საქართველო) – ისიამოვნეთ საქართველოს ნაკრების ფორვარდის ბრწყინვალე შემობრუნებითა და გოლით აზერბაიჯანთან მოგებულ შეხვედრაში“, – წერს უეფა-ს გვერდი.

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა უეფა-ს ევრო 2022-ზე სადებიუტო შეხვედრა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა – ავთანდილ ასათიანის გუნდმა ბევრად გამოცდილი აზერბაიჯანის ნაკრები 3:2 დაამარცხა.

ელისანდრომ გოლი მე-10 წუთზე გაიტანა, როდესაც აზერბაიჯანის ნაკრები 2 გოლით იყო დაწინაურებული და სოლიდურ უპირატესობას ფლობდა. საქართველოს ნაკრების ბრაზილიელმა შემტევმა ეფექტური მოძრაობით მეტოქე ჩამოიშორა და კიდევ უფრო ეფექტური გოლით სხვაობა შეამცირა, რაც ჩვენი გუნდის გამარჯვების საფუძველი გახდა.

მეორე ტურში 26 იანვარს საქართველოს ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება, ხოლო აზერბაიჯანი – ესპანეთს.