უეფა-მ რუსეთის პრეტენზია უარყო - უკრაინის ნაკრების ახალი ფორმა წესებს შეესაბამება #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატზე უკრაინის ეროვნული გუნდი ახალი სათამაშო ფორმით იასპარეზებს. უკრაინის ნაკრების ახალ დიზაინში ქვეყნის რუკაა, რომელზეც, რა თქმა უნდა, დატანილია ყირიმი, ლუგანსკი და დონეცკი.
რუსეთის გოსდუმის დეპუტატმა, დმიტრი სვიშცევმა უეფა-ს უკრაინის ნაკრების ახალი ფორმის აკრძალვა მოსთხოვა. რუსი დეპუტატის აზრით, ნაკრების მაისურზე უკრაინის რუკის კონტურები მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური პოზიციაა, რომელიც რუსეთის ფედერაციის პოზიციისგან განსხვავდება.
„უკრაინის ეროვნული გუნდის ფორმა ევრო 2020-ზე დამტკიცებულია უეფა-ს მიერ და შეესაბამება ეკიპირებისთვის დადგენილ წესებს“, – წერია უეფა-ს განცხადებაში.