უეფა-მ „რეალის“, „ბარსელონასა“ და „იუვენტუსის“ მიმართ საქმე აღძრა #1TVSPORT
უეფა-მ „რეალის“, „ბარსელონასა“ და „იუვენტუსის“ მიმართ საქმე აღძრა #1TVSPORT

უეფა-მ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ევროპის სუპერლიგის პროექტთან დაკავშირებით, დისციპლინარული საქმე აღძრა „რეალის“, „ბარსელონასა“ და „იუვენტუსის“ წინააღმდეგ.

„გამოძიების შემდეგ, რომელიც უეფა-ს ეთიკისა და დისციპლინის ინსპექტორებმა ე. წ. „სუპერლიგასთან“ დაკავშირებით ჩაატარეს, გაიხსნა დისციპლინარული ხასიათის საქმე „რეალის“, „ბარსელონასა“ და „იუვენტუსის“ მიმართ. მათ ბრალად ედებათ უეფა-ს სამართლებრივი ბაზის შესაძლო დარღვევა.

დამატებითი ინფორმაცია გარკვეული დროის შემდეგ იქნება წარმოდგენილი“, – წერია უეფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე.

19 აპრილს „მანჩესტერ იუნაიტედმა“, „მანჩესტერ სიტიმ“, „ტოტენჰემმა“, „ლივერპულმა“, „ჩელსიმ“, „არსენალმა“, „რეალმა“, „მილანმა“, „ინტერმა“ და „იუვენტუსმა“ გამოაცხადეს სუპერლიგის შექმნის შესახებ.

ძალიან მალე პროექტიდან გავიდა ყველა კლუბი, „რეალის“, „ბარსელონასა“ და „იუვენტუსის“ გარდა.