უეფა-მ ქართველი მსაჯები საერთაშორისო თამაშებზე მიავლინა #1TVSPORT
უეფა-მ ქართველი მსაჯები საერთაშორისო თამაშებზე მიავლინა #1TVSPORT

ქართველი მსაჯები უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის მატჩს მოემსახურებიან – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერციის პრესსამსახური ავრცელებს.

30 სექტემბერს, პოდგორიცაში, მონტენეგროს ასაკობრივი ჩემპიონის „ბუდუჩნოსტის“ 19-წლამდელთა გუნდი უელსურ „ჰავერფორდუესტს“ უმასპინძლებს. შეხვედრის მთავარი მსაჯი გიორგი ავაზაშვილი იქნება, ხოლო ლაინსმენები – ზვიად ბლიაძე და გიორგი გოგოხია. მატჩი 30 სექტემბერს, პოდგორიცაში, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

პირველი ოქტომბრიდან, ესტონეთში უეფა-ს 17-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ჯგუფის მატჩები გაიმართება, სადაც მატჩებს ქართველი არბიტრებიც განსჯიან. ტურნირზე მასპინძელი ესტონეთის გარდა, იტალია, უკრაინა და მონტენეგრო მონაწილეობენ.

პირველ ოქტომბერს მონტენეგროსა და უკრაინის, ხოლო 4 ოქტომბერს უკრაინისა და ესტონეთის მატჩების მთავარი მსაჯი ალეკო აფციაური იქნება, ხოლო მის ასისტენტად დავით ჩიგოგიძე იმუშავებს.

7 ოქტომბერს ესტონეთი-მონტენეგროს შეხვედრაზე დავით ჩიგოგიძე მთავარი არბიტრის ასისტენტი, ხოლო ალეკო აფციაური მეოთხე მსაჯი იქნება.