უეფა-მ ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგაზე ისევ დანიშნა #1TVSPORT
უეფა-მ ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგაზე ისევ დანიშნა #1TVSPORT

უეფა-ს სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელობამ ქართველ მსაჯებს ნდობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და ამჯერადაც კონფერენს ლიგის მატჩებზე მიავლინა.

უეფა-ს გადაწყვეტილებით, ქართველი მსაჯები ბუქარესტის „სტიაუას“ და ნორვეგიული „ვიკინგის“ მატჩს მოემსახურებიან. ეს დაპირისპირება 18 აგვისტოს, ევროპის კონფერენს ლიგის პლეი ოფის ეგიდით გაიმართება.

შეხვედრის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება. მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ. მეოთხე მსაჯი დავით ხარიტონაშვილი იქნება.

„სტიაუას“ და ნორვეგიული „ვიკინგის“ პირველი დაპირისპირება ბუქარესტში გაიმართება და დღეს, თბილისის დროით 22:30-ზე დაიწყება.